Belive

ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი კრივით დაინტერესდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავი - დირკ კიუიტი, ახალი გამოწვევის მისაღებად ემზადება. მერსისაიდული გრანდის ყოფილ შემტევს, საკუთარი ძალების გამოცდა კრივში სურს. 41 წლის კიუიტი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს "ფეიენოორდის" მაისურით დაამთავრა კრივით სერიოზულად დაინტერესდა და რინგზე ბრძოლის გამართვა სურს. კიუიტი რომელიმე ცნობილ სპორტსმენთან დაპირისპირების სურვილს გამოთქვამს.
"როგორც ყოფილი ფეხბურთელი, შესანიშნავად ვხვდები რას ნიშნავს სტადიონზე ყოფნა. კარიერა დაახლოებით 4 წლის წინ დავასრულე - რა თქმა უნდა, ის დღეები და გამარჯვების მოსაპოვებლად გამართული ბრძოლა მენატრება. ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამოვცადე, როგორიცაა: ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ფიტნესი, თუმცა მივხვდი, რომ რინგზე ასვლა მსურს. მოხარული ვიქნები, თუ რინგზე ასვლის შესაძლებლობა მომეცემა და რომელიმე ცნობილ ადამიანს დავუპირისპირდები. გამარჯვებისათვის თავდაუზოგავად ვიშრომებ", - აღნიშნა დირკ კიუიტმა. 
მერსისაიდული პუბლიკის რჩეული ფეხბურთელი ერთადერთი არაა, რომელმაც რინგზე ასვლის სურვილი გამოთქვა. პატრის ევრას დებიუტი მიმდინარე თვის ბოლოს უნდა შემდგარიყო, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავისა და ადამ სალეჰის დაპირისპირება გაუქმდა.

სხვა სტატიები