Belive

ლივერპულის ყოფილმა მცველმა კვარაცხელია სეზონის საუკეთესოების სამეულში შეიყვანა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდების კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად თავიანთი ხმები დააფიქსირეს. საინტერესოა, რომ სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს შორის ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარიც ფიგურირებს. საქართველოს ნაკრების 20 წლის ტალანტი საუკეთესო სამეულში სხვა კოლეგებთან ერთად, ხორვატიის ნაკრების და "ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმაც შეიყვანა. სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" 31 წლის კაპიტანმა კვარაცხელია მესამე ადგილზე განამწესა, ხოლო "როსტოვის" კაპიტნის სამკლაურის მფლობელმა ვალერი კარპინმა ხვიჩას მეორე ადგილი მიაკუთვნა. მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის “რუბინმა” 30 ტურში 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები