Belive

ლივერპულის ქუადრუპლი | რისკი თუ გარანტირებული ქეშ-აუთი?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, "ლივერპულის" ოცნებები 4 ტიტულის მოპოვების შესახებ კვლავ ცოცხლობს. მიმდინარე სეზონში, მერსისაიდულმა გრანდმა ინგლისის ლიგის თასისა და ასოციაციის თასების მოგება შეძლო. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება და პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბატალიებში "მანჩესტერ სიტისთან" მედგარ ბრძოლაშია ჩართული. იმ შემთხვევაში, თუ "ლივერპული" პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება, ხოლო ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალში "რეალს" დაამარცხებს, მერსისაიდული გრანდი ოთხივე შესაძლო ტიტულის მფლობელი გახდება. "ლივერპულს" ისტორიული ქუადრუპლის შესრულებამდე რთული მაგრამ არა შეუძლებელი გზის გავლა მოუწევს - ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს ანონიმური გულშემატკივარი, რომელმაც სეზონის დაწყების წინ, აღნიშნულ პოზიციაზე 100 ფუნტიანი ფსონი განათავსა. გულშემატკივარმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, Betfair-ზე 100 ფუნტიანი ფსონი განათავსა, რომ "ლივერპული" ისტორიულ ქუადრუპლს დააფიქსირებს. ოთხივე ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, ანონიმური ფანი £367,200 მოიგებს - აღსანიშნავია, რომ Betfair-ი მომხმარებელს £22,000 ქეშ-აუთს სთავაზობს.

1212

სხვა სტატიები