Belive

ლივერპულის რთული კალენდარი

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, "ლივერპულის" მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ მერსისაიდული გრანდი სიკვდილის ჯგუფში მოხვდა, რომელშიც "პსჟ"-ს და "ნაპოლის" დაუპირისპირდება. იურგენ კლოპს საკმაო თავსატეხი გაუჩნდა, ინგლისის პრემიერლიგის გადატვირთული კალენდრის ფონზე, მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწევთ ნერვიულობა. 22 დღიან ინტერვალში, "ლივერპული" 7 ურთულეს შეხვედრას გამართავს. სექტემბერში და ოქტომბერში გასამართი მატჩების შემდეგ, "ლივერპულის" საჩემპიონო შანსების რეალობა დიდწილად ნათელი გახდება. მერსისაიდული გრანდის ურთულესი კალენდარი "ტოტენჰემთან" დაპირისპირებით იწყება. 15 სექტემბერს, "უემბლიზე", "დეზები" "ლივერპულს" უმასპინძლებენ. ზუსტად 3 დღის შემდეგ, კი "ლივერპული" ლეგენდარულ "ენფილდზე" "პსჟ"-ს დახვდება. ჩემპიონთა ლიგის გურმანებს ბრწყინვალე სანახაობა ელით. იოლი გასეირნება არც 22 სექტემბერს იგეგმება, მართალია "საუთჰემპტონი" "ტოტენჰემის" და "პსჟ"-ს კალიბრის გუნდი არაა, მაგრამ არაერთი გრანდის გამწარება შეუძლია. 25/26 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, "ლივერპული" "ჩელსის" უმასპინძლებს. 29 სექტემბერს კი პრემიერლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, "სტემფორდ ბრიჯზე" ესტუმრება. ოქტომბრის პირველი კვირა მერსისაიდელთათვის შეიძლება ითქვას, რომ მომაკვდინებელია. 3 ოქტომბერს, კლოპის შეგირდები "ნაპოლის" სტუმრად დაუპირისპირდებიან. 7 ოქტომბერს კი პრემიერლიგის ტიტულისათვის მებრძოლი ორი ფავორიტის შეხვედრა შედგება - "ენფილდზე", "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები