Belive

ლივერპულის საჩემპიონო მსვლელობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონის ფონზე, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვა. 30 წლიანი პაუზის შემდეგ, მერსისაიდულმა გრანდმა ნანატრი ტიტული მოიპოვა და საჩემპიონო მსვლელობისთვის ემზადება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, მერსისაიდული გრანდის საჩემპიონო მსვლელობა არ მოეწყობოდა თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ქალაქ ლივერპულის მმართველმა საბჭომ მერსისაიდულ გრანდს ნებართვა მისცა. "ლივერპულს" ღია ავტობუსით, ქალაქ ლივერპულის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობის მოწყობის ნებართვა ოფიციალურად მისცეს. ამ წუთისათვის კონკრეტული თარიღი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქალაქის მმართველ საბჭოსა და "ლივერპულის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება და თარიღი დაზუსტდება.

სხვა სტატიები