Belive

ლივერპულის საუკეთესო თერთმეტეულს წელს მოედანზე ერთად წუთიც არ გაუტარებია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" პრემიერლიგის ტიტულისკენ საოცარ სვლას აგრძელებს. იურგენ კლოპის გუნდს 25 ტურის შემდეგ 73 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "სიტის" 22-ით ასწრებს. ინგლისურმა გამოცემებმა მერსესაიდული კლუბის შესახებ საოცარი სტატისტიკა გამოაქვეყნეს. "ლივერპულის" მთავარ ბირთვსა და საუკეთესო თერთმეტეულს (ალისონი, ვან დაიკი, გომესი, არნოლდი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მანე, სალაჰი, ფირმინო) მოედანზე წელს ერთად ერთი წუთიც კი არ გაუტარებია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში შედარებით მძიმე ტრავმები ჰქონდათ ალისონსა და ფაბინიოს.

სხვა სტატიები