Belive

ლივერპულისა და ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი: "მესის გაჩერება შეუძლებელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუდევეინ ზენდენი, რომელიც 1998-2001 წლებში "ბარსელონას", ხოლო 2005-2007 წლებში "ლივერპულის" ფეხბურთელი იყო, ჟურნალისტებთან დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ თბილისის დროით 23:00-ზე ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" შინ "ლივერპულს" მიიღებს. "ერთი ფეხბურთელით მესის შეჩერება წარმოუდგენელია, ამისთვის გუნდური და ერთიანი მუშაობაა საჭირო. ამაზე ლაპარაკს აზრიც კი არ აქვს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მესი ყოველთვის სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობს. ვფიქრობ, რომ "ბარსელონასთან" თავის დაცვის კიდევ ერთი მთავარი პრობლემა მეტოქის ნახევარზე კატალონიელთა მიერ გაკეთებული პასებია. "ბარსელონა" გოლს ყველა თამაშში იმიტომ იტანს, რომ მათი სტილის წინააღმდეგ თამაში თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება "ლივერპულს", იურგენ კლოპის გუნდიც ძალიან შემტევია. ვფიქრობ, რომ ამ წყვილში ნულოვანი ფრე არც ერთ მატჩში არ დაფიქსირდება," - თქვა ბუდევეინ ზენდენმა.

სხვა სტატიები