Belive

ლივერპულისა და ლიონის ყოფილი მწვრთნელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულისა" და "ლიონის" ყოფილი მწვრთნელი - ჟერარ ულიე, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება.

ულიე 1988-1993 წლებში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო, 1998-2004 წლებში "ლივერპულის", ხოლო 2005-2007 წლებში კი "ლიონს" წვრთნიდა. ბოლო კლუბი, სადაც ფრანგმა სპეციალისტმა იმუშავა ამერიკული "ნიუ იუორკ რედ ბულსი იყო" (2012-2016).

მიღწევები

ლივერპული - ფა თასი (2000 წელი); უეფას თასი (2000-2001); უეფას სუპერ თასი (2001) ლიონი - ლიგა 1 (2005; 2006); საფრანგეთის თასი (2005; 2006) ინდივიდუალური - წლის საუკეთესო გუნდის მწვრთნელი (2001 წელი); ევროპის საუკეთესო მწვრთნელი (2001 წელი); წლის საუკეთესო მწვრთნელი (2001 წელი); ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელი (2007 წელი); პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი (1999 წლის დეკემბერი; 2002 წლის მარტი; 2002 წლის ოქტომბერი)

სხვა სტატიები