Belive

ლივერპულმა 13 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულმა" 2020 წელიც გამარჯვებით დაიწყო - ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, იურგენ კლოპის გუნდმა "შეფილდ იუნაიტედს" - 2:0 მოუგო და ინგლისის ჩემპიონატში ბოლო მარცხნიდან ზუსტად ერთი წელი შეასრულა. საინტერესოა ისიც, რომ წითლებმა პრემიერლიგაში გოლი ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში არ გაუშვებს. ასეთი კარგი შედეგი მერსესაიდელებს ბოლოს 2007 წელს ჰქონდათ, როცა გუნდს ესპანელი რაფაელ ბენიტესი ხელმძღვანელობდა. მშრალი ანგარიშით გამარჯვება "ლივერპულმა" "შეფილდის", "ვულვზის", "ლესტერის", "უოტფორდის" და "ბორნმუთის" წინააღმდეგ მოახეეხა. ვიცე-ჩემპიონი პრემიერლიგას წაუგებლად (19 მოგება, 1 ფრე) ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლესტერს" 13 ქულით უსწრებს, თანაც მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული

სხვა სტატიები