Belive

ლივერპულმა ანტირეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. პარიზში განცდილი მარცხის შემდეგ, "ლივერპულმა" ანტირეკორდი დაამყარა. კლუბის არსებობის მანძილზე პირველად - მერსისაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამივე გასვლით მატჩში დამარცხდა. პირველ შეხვედრაში მერსისაიდელები "ნაპოლისთან" დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის მე-2 გასვლით მატჩში "ლივერპულმა" "ცრვენა ზვეზდას" ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, 28 ნოემბერს კი მერსისაიდელებმა "პარი სენ-ჟერმენისგან" იწვნიეს მარცხი.

სხვა სტატიები