Belive

ლივერპულმა ბლექბერმნი ამხანაგურ მატჩში არ დაინდო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ცნობილია პრემიერ ლიგა რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ამასთან დაკავშირებით იურგენ კლოპის გუნდმა მოსამზადებელი მატჩი "ბლექბერნთან" გამართა და ანგარიშით 6:0 დაამარცხა. "ბლექბერნი" ამჟამად "ჩემპიონშიფში" იმყოფება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ლივერპულს" 3 თვეა არ უთამაშია და დაფიქსირებული ანგარიში მათ კარგ ფორმაზე მიუთითებს. ამ შეხვედრამდე "მერსისაიდელებმა" ბურთი ერთმანეთში გააგორეს და მაქსიმალურად მოემზადნენ მომავალი დატვირთული კალენდარისთვის.

როგორც ხედავთ მატჩში გამორჩეული ნაბი კეიტა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტულამდე სულ რაღაც 2 თამაშის მოგება სჭირდება.

სხვა სტატიები