Belive

ლივერპულმა Nike-თან რეკორდული ღირებულების კონტრაქტი გააფორმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულმა" Nike-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ინგლისური კლუბი წელიწადში £80 მილიონს მიიღებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა  და ჯამური ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ასეთი მასშტაბის კონტრაქტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არ დადებულა.

Nike-თან კონტრაქტის გაფორმების შედეგად, "ლივერპული" ამერიკულ New Balance-ს ემშვიდობება, რომელიც "მერსისაიდელებს" 2015 წლიდან ასპონსორებდა.

ცნობილია, რომ "ლივერპული" ახალ სპონსორს 2018 წლის დეკემბრიდან ეძებდა. მოლაპარაკება adidas-თან და Puma-სთან გაიმართა, თუმცა ყველაფერი Nike-ის სასარგებლოდ გადაწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Nike-ი ჯორდან ჰენდერსონის, ჯეიმს მილნერისა და ნაბი კეიტას სპონსორია.

"ლივერპულის" სათამაშო ფორმა გუნდის ისტორიისა და იდენტობის ნაწილია. Nike-ი იზიარებს პროგრესთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებს და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ერთად დავიწყებთ მუშაობას და გულშემატკივარს ახალ, შესანიშნავ პროდუქციას შევთავაზებთ," განაცხადა "ლივერპულის" სპორტულმა დირექტორმა, ბილი ჰოგანმა.

კონტრაქტის თანახმად, ორ მხარეს შორის ოფიციალური ურთიერთობა 2020 წლის 1 ივნისს დაიწყება.

ყველაზე მსხვილი სასპონსორო ხელშეკრულებები ფეხბურთში

 
გუნდი სპონსორი კონტრაქტის ხანგრძლივობა კონტრაქტის ღირებულება წლიური თანხა (£)
ბარსელონა Nike 2018-28 1 მლრდ. 100 მლნ.
მადრიდის რეალი adidas 2015-25 980 მლნ. 98 მლნ.
ლივერპული Nike 2020-? უცნობია 80 მლნ.
მანჩესტერ იუნაიტედი adidas 2015-25 750 მლნ. 75 მლნ.
მანჩესტერ სიტი Puma 2019-29 650 მლნ. 65 მლნ.
არსენალი adidas 2019-24 300 მლნ. 60 მლნ.
ჩელსი Nike 2017-32 900 მლნ. 60 მლნ.
იუვენტუსი adidas 2019-27 368 მლნ. 46 მლნ.
მიუნხენის ბაიერნი adidas 2015-30 637.5 მლნ. 42.5 მლნ.

სხვა სტატიები