Belive

ლივერპულმა ორი თამაში წააგო მას შემდეგ, რაც კლოპმა 10 წლის ბავშვისგან წერილი მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
რამდენიმე კვირის წინ იურგენ კლოპმა 10 წლის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისგან წერილი მიიღო, სადაც ბავშვი სახელად დარაჰი კლოპს წაგებას სთხოვდა.
ძვირფასო იურგენ კლოპ, მე დარა მქვია. 10 წლის ვარ. დავდივარ გლენსვილის სკოლაში, რომელიც დონეგალში მდებარეობს. მანჩესტერ იუნაიტედს ვგულშემატკივრობ და საჩივრის წერილს სწორედ ამიტომაც გწერთ. ლივერპული ძალიან ბევრ მატჩს იგებს. თუკი თქვენ კიდევ 9 მატჩში გაიმარჯვებთ, თქვენ გექნებათ ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში. იუნაიტედის ფანისთვის, ეს ძალიან სევდიანი ამბავია. ასე რომ, შემდეგ მატჩში, გთხოვთ დამარცხდით. თქვენ უბრალოდ მოწინააღმდეგეს გოლის გატანის საშუალება უნდა მისცეთ. იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ, რომ პრემიერ ლიგა და საერთოდ, ნებისმიერი მატჩი მომავალში, არ უნდა მოიგოთ. პატივისცემით, დარა.
1
კომიკური დამთხვევაა ის, რომ ამ წერილის მიღების შემდეგ "მერსისაიდელებმა" ორი შეხვედრა წააგეს. ერთი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "ატლეტიკოსთან", ხოლო მეორე კი გუშინ ასევე სტუმრად "უოტფორდთან."

კლოპმა 10 წლის გულშემატკივარს საპასუხო წერილი გაუგზავნა

ძვირფასო დარა, პირველ რიგში, მადლობას გიხდი იმისთვის, რომ მომწერე. ვიცი, არაფერ კარგს არ მისურვებ, თუმცა ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრის აზრის გაგება ყოველთვის სასიამოვნოა. ასე რომ, ვაფასებ, რომ დამიკავშირდი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შენს თხოვნას ვერ გავითვალისწინებ. როგორც არ უნდა გინდოდეს ლივერპულის მარცხი, ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. მსოფლიოში არსებობს მილიონობით ადამიანი, რომელსაც ლივერპულის გამარჯვება სურს, ასე რომ, მათ ვერ დავაღალატებ. შენთვის სასიხარულოდ, ჩვენ წარსულში არაერთი მატჩი წაგვიგია, რაც მომავალშიც მოხდება – ეს ფეხბურთია. 10 წლის ასაკში ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღეს არის, თუმცა მე, 52 წლის ადამიანი გეუბნები, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. შენი წერილის წაკითხვის შედეგად, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ერთი რამ არ შეიცვლება – შენი სიყვარული ფეხბურთისადმი და შენი საყვარული კლუბისადმი. მანჩესტერ იუნაიტედს გაუმართლა, რომ შენ ჰყავხარ. იმედი მაქვს, თუკი მატჩებსა და ტიტულებს კიდევ მოვიგებთ, შენ იმედგაცრუებული არ დარჩები, რადგან იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გუნდები ერთმანეთის მტრები არიან, ჩვენ ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემაც გაგვაჩნია. ეს კი ჩემთვის, ფეხბურთის მთავარი არსია. წარმატებებს გისურვებ, თავს მიხედე, იურგენ კლოპი.

სხვა სტატიები