Belive

ლივერპულმა პრემიერლიგა მოიგო: რა თქვა კოუტინიომ ბარსელონაში გადასვლის შემდეგ?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, ორიოდე დღის წინ, "ლივერპულმა" საბოლოოდ, პრემიერლიგაც მოიგო. ამ გადმოსახედიდან, კიდევ უფრო სასაცილოდ მოსჩანს ფილიპე კოუტინიოს მიერ, 2018 წლის ზამთარში ნათქვამი სიტყვები, რომ "ბარსელონაში" ტიტულების მოსაგებად გადავიდა. თუ როგორ განვითარდა ამ დღის შემდეგ ორივე კლუბის და ბრაზილიელი ფეხბურთელის ბედი, ამაზე საუბარი არც ღირს, უბრალოდ შეგვიძლია ის პირველი ფრაზები გავიხსენოთ, რომელიც 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კატალონიურ გრანდში გადაბარგების საწყის დღეებში გააჟღერა. "ყველამ იცის, რომ "ბარსელონაში" თამაშზე ვოცნებობდი. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში კატალონიაში ჩემი ტრანსფერი არ შედგა, თუმცა ვიმუშავეთ და ზამთარში უკვე აქ ვარ.  მთავარი მიზეზი, რის გამოც "ბარსელონაში" ჩამოვედი, ტიტულების მოგებაა. ეს კლუბი ძალიან ბევრ ტიტულს იგებს და მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო", - 2018 წლის იანვარი. კოუტინიომ "ბლაუგრანაში" ჯამში 76 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ორჯერ ლა ლიგა და ამდენჯერვე კოპა დელ რეი მოიგო.

სხვა სტატიები