Belive

ლივერპულმა პრინციპულ მეტოქეს გადაასწრო და ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

30-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა. მერსისაიდული კლუბი უშუალოდ პრემიერლიგის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა, რის მერეც მარადიულ მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე ტიტულოვანი ინგლისური კლუბის სტატუსი ოფიციალურად ჩამოართვა. ქვეყნის ჩემპიონატის ისტორიაში მეცხრამეტედ მოგების შემდეგ, "ლივერპულმა" როგორც საშინაო, ისე ევროსარბიელზე 43-ე ტიტული მოიპოვა, რაც "წითელი ეშმაკების" შედეგს ერთით აღემატება. გარდა 19-ჯერ მოგებული საჩემპიონო მარათონისა, "წითლების" მუზეუმში 7 ინგლისის ასოციაციის, 8 ლიგის, 6 ჩემპიონთა და 3 უეფას თასი ინახება. იურგენ კლოპის მფრინავმა გუნდმა პრემიერლიგა გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე, 86 ქულით და უახლოეს მდევარ, ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "მანჩესტერ სიტისთან" 25-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო.

სხვა სტატიები