Belive

ლივერპულმა შესაძლოა პრემიერლიგა მაინც ვერ მოიგოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" და იღბალი რომ ვერ მეგობრობენ, ახალი ამბავი არაა. 30 წელია ამ გუნდს ინგლისის ჩემპიონობა არ უზეიმია, უშუალოდ პრემიერლიგა კი არასდროს მოუგია. იურგენ კლოპის მფრინავმა გუნდმა სეზონის 2/3 შესანიშნავად ჩაატარა და თითქმის 4 თვეა, ყველანაირი საჩემპიონო ინტრიგა მოკლა. მერსისაიდელებს გათამაშების ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვთ და რეკორდის დამყარებასთანაც ძალიან ახლოს არიან. 1 კვირის წინ წარმოუდგენელი იყო, თუ რა უნდა მომხდარიყო, რომ "ლივერპულს" საჭირო 6 ქულა ვერ მოეპოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, "წითლებს" მთელი სამყარო "ებრძვის". "ლივერპულმა" პირველი ტიტული შესაძლოა იმიტომ ვერ აღმართოს, რომ კორონავირუსის გამო, ინგლისის პრემიერლიგაში სეზონი დაიხუროს და გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები გაუქმდეს. ინიციატივას, რომელიც პრემიერლიის კლუბების მესვეურების შეხვედრაზე წარმოიშვა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

სხვა სტატიები