Belive

ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ, ლივერპულმა უარი თქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულს" დეკემბერში გადატვირთული კალენდარი ელის. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს წლის ბოლო თვის შუაში ყატარში გამგზავრება უწევს, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მერსესაიდული კლუბი დოჰაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უნდა დაბინავებულიყო, თუმცა ხელმძღვანელებმა ამაზე უარი განაცხადეს. როგორც გაირკვა, ძვირადღირებულ სასტუმროში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, იურგენ კლოპს და ბიჭებს კი ასეთი მომსახურებით სარგებლობის სურვილი არ აქვთ. საქმე ისაა, რომ 2018 წლის ოქტომბერში, Guardian-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიგრანტი მუშაკები, რომლებიც აღნიშნულ სასტუმროში არიან დასაქმებულნი, 45 გრადუს სიცხეში, 12 საათი მუშაობის განმავლობაში, მინიმალურ ხელფასზე ნაკლებს იღებდნენ (8 გირვანქა).
No description available.
ამის შეტყობის შემდეგ, "ლივერპულმა" FIFA და ყატარის ფეხბურთის ფედერაცია საქმის კურსში ჩააყენა და განსხვავებული პირობების მქონე სასტუმრო მოითხოვა, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს და ინგლისელებს ალტერნატივა შესთავაზეს. ყატარში ადამიანთა მონური შრომის შესახებ ცნობები აქამდეც გავრცელებულა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესს არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. ინგლისურ პრესაში ვარაუდობენ, რომ "ლივერპულის" ეს ნაბიჯი დასაქმებულთა მძიმე პირობებს შეამსუბუქებს.

სხვა სტატიები