Belive

ლივერპულს ადამა ტრაორეს ყიდვა სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვულვზის" 24 წლის შემტევი იურგენ კლოპის თვალთახედვის არეში მოექცა. The Sun-ის ინფორმაციით ტრაორე მომავალ ზაფხულში კლოპის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. როგორც იუწყებიან, ადამა ტრაორეს სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ფუნტი იქნება, და გერმანელ სპეციალისტს მისი შეძენა მანე-ფირმინო-სალაჰის ტრიოსთვის დატვირთვის შესამსუბუქებლად უნდა. ადამა ტრაორე 1996 წლის 25 იანვარს ესპანეთში დაიბადა, და იგი "ბარსელონას" აღზრდილია, ნათამაშები აქვს კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში, მათ შორის ძირითად გუნდშიც, როგორც ლა ლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც. 2015 წელს, იგი 10 მილიონი  ევროს სანაცვლოდ "ასტონ ვილაში" გადავიდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრაორემ სახელი "ვულვზში" გაითქვა სადაც 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე წლის იანვრის თვეში იგი ხმების 45%-ით პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სხვა სტატიები