Belive

ლივერპულს ახალი პარტნიორი ჰყავს: წითლებს ამერიკული კომპანია შემოსავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ახალი სასპონსორო ხელშეკრულების შესახებ გამოაცხადა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულს ამერიკული სპორტული კომპანია "ნაიკი" შემოსავს. კონტრაქტის პირობები უცნობია მაგრამ ცნობილია, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება. ხელშეკრულება ძალაში შემდეგი სეზონიდან შევა. "ნაიკი" "ლივერპულის" ქალთა და კაცთა გუნდებს და ახალგაზრდულ აკადემიას შემოსავს. მერსესაიდელებს აქამდე სხვა ამერიკული კომპანია "ნიუ ბალანსი" ემსახურებოდა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა, მიუხედავად ტექნიკური სპონსორის მხრიდან "ნაიკის" ანალოგიური თანხის შეთავაზებისა.

სხვა სტატიები