Belive

ლივერპულს არსენალთან მატჩის წინ ძირითადის ფეხბურთელები გამოაკლდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-19 ტურში, ლონდონის "არსენალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. ტრადიციულად. მატჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია, რასაც ის ფაქტიც ემატება, რომ "ლივერპულს" 10 თამაშში არცერთი მარცხი არ აქვს განცდილი (10 მოგება, 2 ფრე). რაც შეეხება "არსენალს," ლონდონელებმა ამ სეზონში უკვე 2 მატჩი დათმეს (სიტისთან 0:2 და ჩელსისთან 3:2), თუმცა მას შემდეგ უნაი ემერის შეგირდებმა შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება დაიწყეს, რაც იმის მოლოდინს ქმნის, რომ "მერსისაიდელებს" "ემირეითსიდან" 3 ქულის წამოღება ძალიან გაუჭირდებათ. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა. მან დაადასტურა, რომ "არსენალთან" თამაშს ჯორდან ჰენდერსონი და ნაბი კეიტა ვერ შეძლებენ. მატჩი შაბათს, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები