Belive

ლივერპულს კაპიტანი ტოვებს? - ჰენდერსონი შეთავაზებებს ელოდება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შესაძლოა, ახალი სეზონი "ლივერპულმა" გუნდის კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს მერსისაიდელების შეთავაზება არ აკმაყოფილებს და კლუბიც შეთავაზებების მოსასმენად მზადყოფნას გამოთქვამს. ამავე დროს, ვრცელდება ცნობა, რომ სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი 31 წლის ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "წითლების" ხელმძღვანელობა პირველ რიგში სხვა ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, ჰენდერსონი კი ამ მხრივ მეორეხარისხოვანია.
Image Credit: PA
ცოტა ხნის წინ, გუნდი ჟორჟინიო ვაინალდუმმაც დატოვა, რომელიც უკმაყოფილო იყო კლუბის მიერ შეთავაზებული ხელფასითა და ახალი კონტრაქტის სხვა პირობებით. ნიდერლანდელი, რომელიც "პსჟ-შ" გადაბარგდა, 30 წლის გახლავთ, ჰენდერსონს კი 17 ივნისს 31 წელიწადი შეუსრულდა. რაც შეეხება Fenway Sports Group-ის პოლიტიკას, რომელიც "ლივერპულის" აქციებს ფლობს, მათ აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე აქვთ გაკეთებული და 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ჰენდერსონმა ევრო 2020-ზე ხუთ შეხვედრაში ითამაშა, სადებიუტო გოლიც გაიტანა და ინგლისის ნაკრებთან ერთად კონტინენტის ჩემპიონატის ფინალამდეც მიაღწია, სადაც პენალტების სერიაში, იტალიასთან - (1:1, პ. 2:3) დამარცხდა.
Image Credit: PA
"ლივერპულის" კაპიტანი მერსისაიდულ კლუბში მე-11 სეზონს იწყებს, ამ დროის განმავლობაში მან 392 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა, 51 საგოლე გადაცემა გააკეთა და პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები