Belive

ლივერპულს ფირმინოც დააკლდება?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რობერტო ფირმინომ "ლივერპულის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ მერსესაიდული გუნდი ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს "ბაიერნთან" გამართავს. უცხოური წყარო გვატყობინებს, რომ რობერტო ფირმინოს ვირუსი აქვს. ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი შემტევი "ბაიერნთან", ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობისთვის, "ლივერპულის" დანაკლისი აქამდეც სერიოზული იყო. გუნდს ვან დეიკი, ჩემბერლენი და გომესი დააკლდება.

სხვა სტატიები