Belive

ლივერპულთან მატჩის წინ, მანჩესტერის ქომაგები ოლდ ტრაფორდზე შეიჭრნენ (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულთან'' მატჩის წინ, მანჩესტერში არეულობა იყო - ,,იუნაიტედის'' ქომაგები გუნდის მფლობელების, გლეიზერების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ,,ოლდ ტრაფორდზე'' შეიჭრნენ. ეს ახალი პროექტის - სუპერლიგის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივართა მესამე პროტესტია. პირველად ისინი ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის ბაზაზე შეცვივდნენ, მეორედ კი ,,ოლდ ტრაფორდთან'' შეიკრიბნენ და გლეიზერების გადადგომა მოითხოვეს. დღეს განვითარებული მოვლენების გამო, მატჩი ,,იუნაიტედსა'' და ,,ლივერპულს'' შორის ჩანიშნულ დროს არ დაწყებულა. Sky Sports-ის ცნობით, პრემიერლიგამ დაადასტურა, რომ შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

სხვა სტატიები