Belive

ლობჯანიძე და კანკავა ყაზახეთის ტურის სიმბოლურ გუნდში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უმნიშვნელოვანეს სანაკრებო პაუზამდე ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ქართველი ფეხბურთელი გამოარჩიეს. sports.kz-ის თანახმად, "ჯვაროსნების" ფეხბურთელები ჯაბა კანკავა (ტობოლი) და ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი) მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
"ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში კვლავ დიდებულად ითამაშა და მეტოქის შეტევების ყველა მცდელობა მალევე ჩაახშო. ის ცდილობდა, რომ გუნდს ყველგან დახმარებოდა,"- წერს გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ლობჯანიძემ ბოლო ტურში "ქაირათის" კარშიც გაიტანა. ქართველ ფორვარდს სეზონში 8 გოლი დაუგროვდა, ყაზახური მედია კი ელგუჯას თამაშს ასე აფასებს.
"მან გააკეთა ყველაფერი, რაც ფორვარდისთვის აუცილებელია. იბრძოდა, ურტყამდა, ქმნიდა მომენტებს და საბოლოოდ გაიტანა კიდეც."
5fa93e2d1f192

სხვა სტატიები