Belive

ლობჯანიძემ სადებიუტო მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ტობოლი ფინალში გაიყვანა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზახეთის სუპერთასის ნახევარფინალში, ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლიც ითამაშა. კოსტანაის კლუბის მეტოქე ალმაატის "კაირატი" იყო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ტობოლმა" 4:2 იმარჯვა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ზუსტად სწორედ ქართველმა ლეგიონერმა შეასრულა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. 28 წლის თავდამსხმელი ბოლო ორ სეზონში ორ ყაზახურ კლუბში, "თარაზსა" (25 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) და "კაისარში" (14 მატჩი, 9 გოლი, 1საგოლე გადაცემა) თამაშობდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის კლუბი ფინალში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ასტანას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები