Belive

ლობჯანიძის აქტიურობას გოლი მოჰყვა - ტობოლმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზახეთის ჩემპიონატში 2021 წლის სეზონი დაიწყო. პირველი ტურის მატჩში ერთმანეთს "ტობოლი" და "აკჟიანი" დაუპირისპირდნენ. მატჩი კოსტანაის კლუბის გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 71 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელმაც 30-ე წუთზე გატანილ გოლში თავისი წვლილი შეიტანა. მეტოქის საჯარიმოში 28 წლის ქართველი ფორვარდის აქტიური ქმედების შემდეგ აზატ ნურგალიევმა მეტოქის კარი დალაშქრა და გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.
"აკჟიაკის" სასტარტო თერმეტეულში მოხვდა და მოედანი 46-ე წუთზე დატოვა გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუკმა. ამ გამარჯვებით და სეზონში მოპოვებული პირველი სამი ქულით, "ტობოლი" ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. შემდეგ შეხვედრას ლობჯანიძის გუნდი ლაშა თოთაძის "აქტობესთან" გამართავს. ქართველმა ლეგიონერმა 2021 წელს უკვე ტიტულის მოგებაც მოახერხა, მან "ტობოლთან" ერთად ყაზახეთის სუპერთასის მოგება შეძლე.

სხვა სტატიები