Belive

ლობჟანიძე FIFA 21-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EA Sports-ი ყოველი კვირის განმავლობაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს გამოავლენს. შესაბამისად, FIFA 21-ში აღნიშნული მოთამაშეების გაუმჯობესებული სათამაშო ბარათები ემატება. კომპანიის ერთ-ერთი რჩეული მიმდინარე კვირას საბა ლობჟანიძე გახდა. "ანკარაგიუჯუს" ქართველმა ფეხბურთელმა "ქონიასპორის" წინააღმდეგ მოგებულ (4:3) მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. საქართველოს ნაკრების წევრმა შეხვედრის ბოლო წუთზე პენალტიც მოიპოვა.

იხილეთ FIFA 21-ის კვირის საუკეთესო ფეხბურთელების სრული სია: 

131381657_403178740922954_877066444573335991_o

სხვა სტატიები