Belive

ლობჟანიძე თურქეთის ლიგის საუკეთესოებს შორის მოხვდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში მესამე შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა. თანაც, "ფენეჰბახჩესთან", ამავე დროს გამარჯვების და ისე, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მოკლედ, ქართველის გარჯა ბრიტანული გამოცემა beinsport-ის თურქულმა ვერსიამ გვაირანად დააფასა და 25 წლის ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან ერთად გამოცდილი პორტუგალიელები ანდრე კასტრო და ჟოაო პერეირაც მოხვდნენ. ლობჟანიძის გუნდმა, რომელმაც ზამთარში 15 ფეხბურთელი დაიმატა, 3 ტურში 7 ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. შემდეგ შეხვედრას "ანკარაგიუჯუ" "გენჩლერბირლიგისთან" გამართავს.  

 
View this post on Instagram
 

OPTA verilerine göre hazırlanan Süper Lig'de 22. haftanın en iyi 11'i! ⚽ Sizin kadronuzda hangi isimler yer alıyor? 🤔

A post shared by beIN SPORTS Türkiye (@beinsportstr) on

სხვა სტატიები