Belive

ლოჩოშვილი: "პრესტიჟულ ტურნირზე თამაშით გახარებული ვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის K ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერმა" შინ "ცსკა"-ს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ქართველმა მცველმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა და ორივე გუნდის მხრიდან, მცველებს შორის, საუკეთესო შეფასებაც მიიღო. ევროპა ლიგაზე წარმატებული დებიუტის შემდეგ ლოჩოშვილმა მატჩი Live.ge-სთან შეაფასა.
"გახარებული ვარ, რომ მონაწილეობას ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე ვიღებ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩატარებული თამაშები განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენო. თავდაპირველად იყო პატარა ნერვიულობა, რადგან ევროპა ლიგაზე პირველი შეხვედრა მქონდა, თანაც კარგი გუნდის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ცუდი თამაში არ ჩამიტარებია, დანარჩენი კი მაყურებელმა უნდა შეაფასოს," - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.

სხვა სტატიები