Belive

ლოჩოშვილი რომასთან გასამართი მატჩის წინ კრემონეზეს განაცხადშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს 2022/2023 წლების სეზონის მეორე ტური, "რომა" - "კრემონეზეს" მატჩშით დაიხურება. მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. "რომასთან" გასამართი მატჩის წინ, "კრემონეზეს" მთავარმა მწვრთნელმა - მასიმილიანო ალვინიმ, სამატჩო განაცხადში ქართველი მცველი - ლუკა ლოჩოშვილი შეიყვანა. სერია A-ს პირველი ტურის წინ, ქართველი ფეხბურთელი წინასამატჩო განაცხადში იყო, თუმცა უშუალოდ მატჩის დღეს, ახალგაზრდა ქართველი მცველი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. საინტერესოა შედგება თუ არა ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი "რომას" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ “დინამო თბილისის” აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში კიევის “დინამოს” მეორე გუნდში და სლოვაკურ “ჟილინაში” უთამაშია, ხოლო ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” 2020 წლის 24 აგვისტოს შეუერთდა და 69 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩში, "კრემონეზეს" შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი არ შემდგარა.

სხვა სტატიები