Belive

ლოჩოშვილის მორიგი დამაჯერებელი თამაში ევროპა ლიგაზე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერი" სტუმრად "დინამო ზაგრებთან" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიელთა რიგებში კვლავ შეუცვლელად ითამაშა. იქიდან გამომდინარე, რომ "ვოლფსბერგერი" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 კაცით თამაშობდა, "დინამო ზაგრების" ზეწოლა მეტოქის დაცვაზე დიდი იყო. ლუკამ ზაგრებელთა წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მან საუკეთესო შეფასებაც მიიღო. 3 ტურის შემდეგ "ვოლფსბერგერი" 4 ქულით K ჯგუფის მეორეადგილოსანია.

სხვა სტატიები