Belive

ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ფეიენოორდი გაანადგურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერმა" სტუმრად "ფეიენოორდი" 1:4 დაამარცხა. ქართველი მცველი კვლავ ავსტრიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლუკამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის დაცვის ხაზში ის ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბერგერმა" ევროპა ლიგის პირველ ტურში "ცსკა"-სთან ქულის აღება (1:1) მოახერხა. ავსტრიელები ჯგუფში, რომელშიც "ცსკა", "დინამო ზაგრები" და "ფეიენოორდი" არიან, 4 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები