Belive

ლოკომოტივი კვირკველიას გაყიდის?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივი" გუნდის მცველის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა კვირკველიას გაყიდვის აპირებს.
"ლოკომოტივი" მზადაა, 27 წლის ქართველი მცველი ევროპული ტოპ-ჩემპიონატის კლუბში გაუშვას, თუ სასურველ წინადადებას მიიღებს. წამყვან ჩემპიონატში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდს გიორგი ჯიქიას შეძენა სურს, რომელიც რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავს. კვირკველიას სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 8 მლნ ევროა. მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს. კვირკველიამ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 1 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები