Belive

ლოკომოტივი მოგებათა სერიას აგრძელებს - რკინიგზელებს ევროსაგზურს 3 ქულა აშორებთ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივმა" ევროსაგზურის მოპოვებისკენ მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. "რკინიგზელები" თბილისურ დერბიში, ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გავარდნილ "ვიტ ჯორჯიას" მიხეილ მესხის სათადარიგო არენაზე დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდებმა პირველ ნახევარში იყოჩაღეს და გოლის გატანის შანსიც მიიღეს, თუმცა მეორე ნახევარში ფიზიკურად უკეთ მომზადებულ მეტოქეს ვეღარ გაუმკლავდნენ. გათამაშების ორი სეზონის წინანდელმა საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ "ვეტერინარების" კარი ორჯერ აიღო. სიხარულიძემ 57-ე და 77-ე წუთზე, საჯარიმო მოედანში ჯერ თორნიკე მერე კი დათო კირკიტაძის გადაცემით ისარგებლა და მიმდინარე გათამაშებაში უკვე 13 გოლი გაიტანა. სიხარულიძის დუბლით ლევან კორღალიძის გუნდმა მიჯრით მეოთხე მოგება გაიფორმა, 49 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი გაიმყარა. "ლოკოს", რომელიც დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც იმყოფება, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას 3 ქულა აშორებს.

სხვა სტატიები