Belive

ლოკომოტივის 22 წლის ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოსკოვის "ლოკომოტივ-კაზანკას" ოფიციალური გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გუნდის 22 წლის ფეხბურთელი, ინოკენტი სამოხვალოვი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მცველი ინდივიდუალურად ემზადებოდა, რის დროსაც გულის შეტევა მიიღო. სამოხვალოვი, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია, რუსეთის მე-3 ლიგის გუნდში თამაშობდა. მას რუსეთის U15 ნაკრებში უთამაშია.  

სხვა სტატიები