Belive

ლოკომოტივის მწვრთნელებს კორონავირუსი აქვთ - დინამოსთან მატჩი შესაძლოა გადაიდოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ. Live.ge-ს გუნდის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ COVID19-ის ტესტმა დადებითი პასუხი "რკინიგზელების" მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტს ლაშა ჭაღიაშვილს და ფიზ-მომზადების მწვრთნელს, იტალიელ რიკარდო დე ვივოს უჩვენა. თბილისური კლუბი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირშია. როგორც მოგეხსენებათ, 18 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა უნდა შედგეს, არსებული სიტუაციის გამო კი "დინამო თბილისთან" ჩასატარებელი მატჩის ბედი ჯერჯერობით უცნობია. "ლოკომოტივის" წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ტესტი უკვე ჩაიტარეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი პასუხის მოლოდინში არიან (პასუხები იქნება 18 ოქტომბერს დილით), დადებითი პასუხის შემთხვევაში, უდიდესი ალბათობით, "მიხეილ მესხი 2-ზე" გასამართი დაპირისპირება გადაიდება. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელების მდგომარეობა სტაბილურია. "ლოკომოტივს" 12 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და ლიდერ "დინამო ბათუმს" ოთხით ჩამორჩება. ფოტო: თბილისის ლოკომოტივი

სხვა სტატიები