Belive

ლოკომოტივმა დაადასტურა: კორღალიძე რკინიგზელებს აღარ გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკომოტივმა" ლევან კორღალიძის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავიუსფლება დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა სპეციალისტმა კლუბი ხელფასების შემცირების გამო დატოვა. კორღალიძემ გუნდი წინა სეზონში ჩაიბარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. "რკინიგზელები" 2 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. ეროვნული ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.

სხვა სტატიები