Belive

ლონდონელ ქომაგს დერბი ძვირად დაუჯდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივარი, რომელმაც სონ ჰიუ-მინს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, დასაჯეს. ეს პრემიერლიგის მე-18 ტურში, "არისტოკრატებსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას მოხდა. რასისტული შეძახილები "დეზების" ქომაგთან ტრიბუნიდანაც ისმოდა, "თეთრების" ფანები ანტონიო რუდიგერს კანის ფერზე მიუთითებდნენ, რის გამოც გერმანელმა ფეხბურთელმა იტირა. სტადიონის დიქტორმა კი მაყურებლებს დამშვიდებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. "ტოტენჰემმა" ორივე მხარის გულშემატკივრის მისამართით სადისციპლინო კომიტეტში იჩივლა და პირობა დადო, რომ გამოძიებას დაეხმარება, "ლურჯების" გულშემატკივარს კი "სტემფორდ ბრიჯზე" სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება. ჟოზე მოურინიოს გუნდი 26 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილები კი (32 ქულა) ოთხეულში შედიან.

სხვა სტატიები