Belive

ლონდონის არსენალს ახალი კაპიტანი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გრანიტ ჯაკა ლონდონის "არსენალის" კაპიტანი აღარაა - ინფორმაცია თავად ლონდონელთა თავკაცმა, უნაი ემერიმ დაადასტურა. შვეიცარიელმა ნახევარმცველმა "კრისტალ პალასთან" ნათამაშები ფრის შემდეგ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მიაყენა. ემერიმ მატჩის 61-ე წუთზე ჯაკა შეცვალა, მან კი დემონსტრაციულად, კაპიტნის სამკლავური მოისროლა. საპასუხოდ, ლონდონური კლუბის ქომაგებმა ჯაკას დაუსტვინეს, შვეიცარიელისგან კი მათ გინება მიიღეს.
"მატჩის შემდეგ, გრანიტს დაველაპარაკე. ის იმ ხუთ ადამიანს შორის აღარ შედის, რომელსაც კაპიტნის სამკლავურის მორგების უფლება აქვს. მან შეცდომა დაუშვა, თუმცა გუნდი მას მარტო არ ტოვებს, ჩვენ კვლავ მის უკან ვდგავართ," განაცხადა ემერიმ.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, "არსენალს" პიერ-ემერიკ ობამეიანგი უკაპიტნებს. ინციდენტის შემდეგ, გრანიტ ჯაჯამ განცხადება გააკეთა: "გუნდი ძალიან მიყვარს და მისთვის 100%-ით ვიხარჯები. ცვლილებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, გულშემატკივარმა კი ჩემი გრძნობები საერთოდ ვერ გაიგო.  გასული კვირების განმავლობაში, ისინი სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მემუქრებოდნენ ფეხების დამტვრევით, ცოლის მოკვლით და ნატრობდნენ, რომ ჩემს შვილს კიბო დამართნოდა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რისი კულუმინაციაც სტადიონზე, შეცვლის დროს მოხდა," განაცხადა შვეიცარიელმა.

სხვა სტატიები