Belive

ლონდონის ჩელსი პორტოს შემტევით ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არისტოკრატებს" წინ სავარაუდოდ  ცხელი ზაფხული ელოდებათ. პედროს და ვილიანს კონტრაქტი ეწურებათ და ხელმძღვანელობა გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე აუცილებლად საჭიროა გაძლიერება. "ჩელსიმ" მოასწრო და უკვე გაიფორმა ჰაკიმ ზიეჩი, რომელიც კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ახლა კი სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონელები, "პორტოს" შემტევი ნახევარმცველით ჟესუს კორონათი ინტერესდებიან. პორტუგალიელებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფეხბურთელის გასაყიდად, თუ ინგლისური გრანდი საკმარის თანხას გადაიხდის. კორონავირუსის გამო მსოფლიოში ფეხბურთელების ფასი დაეცა, მაგრამ "პორტოს" ხელმძღვანელობა არ აპირებს მიზერულ თანხად შეელიოს საკუთარ ფეხბურთელს. იმ შემთხვევაში თუ ფინანსური საკითხი მოგვარდება, არჩევანი უკვე ფეხბურთელზე იქნება. კორონასთვის პრემიერ ლიგა რა თქმა უნდა დიდი გამოწვევაა, მაგრამ გუნდის მესვეურები ინგლისში არსებულ მდგომარეობაზე ფიქრობენ და არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჟესუსმა შესაძლოა კლუბი არ შეიცვალოს. მიზეზი კი ინგლისში მძვინვარე კორონავირუსია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები