Belive

ლონდონის ჩელსის 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალი, 2020/2021 წლების სეზონისთვის მზადებისას, ლონდონის "ჩელსიმ" დროებით ვარჯიში შეწყვიტა, მიზეზი კი არის ის, რომ მათ 4 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდათ. დასავლეთ ლონდონურურმა კლუბმა დაადასტურა, რომ მათ ვარჯიში დროებით შეწყვიტეს, რადგან "ჩელსის" ბანაკში კორონავირუსის არაერთი შემთხვევაა. ჯერჯერობით არ სახელდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც Covid 19-ით არიან ინფიცირებულები. 12 სექტემბერს პრემიერ ლიგის ახალი სეზონი იწყება, ფრენკ ლამპარდი კი იმედს იტოვებს, რომ მაქამდე გუნდში სიტუაცია დალაგდება და "ჩელსი" 2020/2021 წლების სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება.

სხვა სტატიები