Belive

ჯო ჰარტი ტოტენჰემის ღირსებას დაიცავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე - ჯო ჰარტი, თავისუფალი აგენტის სტატუსით ლონდონის "ტოტენჰემში" ჩაირიცხა. 30 წლის მეკარემ 30 ივნისს "ბარნლი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე, ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ დღეს გაივლის. ჯო ჰარტი პრემიერ ლიგაში 2006 წელს, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში გამოჩნდა და 2018 წლამდე სწორედ მანჩესტერულ კლუბში თამაშობდა. 2019 წელს კი მან ჯერ "ვესტ ჰემში", შემდეგ კი "ბარნლიში" ითამაშა.

სხვა სტატიები