Belive

ლოპეტეგი ამტკიცებს, რომ რეალი რონალდუს გარეშეც ხიფათს წარმოადგენს

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის პრიზიორი გუნდი მთავარი დამრტყმელი ძალის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც დალაგებულ, გუნდურ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს - „რეალს“ გოლები გააქვს, გამოკვეთილია ახალი ლიდერები და რაც მთავარია, გოლის გატანის შემთხვევაში ყველა ერთიანად ზეიმობს, რაც ადრე რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე „რომას“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს (3:0). „რომა“ შანსებს ქმნიდა და კეილორ ნავასი საიმედოდ თამაშობდა, მაგრამ ცალსახად, მატჩის მიმდინარეობისას ძირითადად „რეალი“ დომინირებდა. ისკოს ზუსტად შესრულებული ჯარიმა, გარეთ ბეილის მორიგი სპრინტი და „რეალის“ ახალი შვიდიანის, მარიანოს ფილიგრანული სიზუსტის, შორეული დარტყმა გუშინდელი მატჩის მთავარი ნაწილია. ამასთან, ბერნაბეუმ ასენსიოს შესანიშნავი ცრუმოძრაობა, მოდრიჩისა და კროოსის გამოზომილი პასები და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე მადრიდის „რეალი“ იხილა - გუნდი, რომელიც მოტივაციას არ კარგავს. უდავოდ, კრიშტიანუ რონალდუმ რეალის ტრიუმფში უდიდესი როლი შეიტანა, თუმცა აშკარაა, რომ ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილ გუნდს წამყვანი ფეხბურთელის მოედანზე არყოფნა ჯერჯერობით არ ეტყობა. ზიდანისა და მისი წინამორბედების ტაქტიკა რონადულს ცივსისხლიან, შედეგიან საგოლე დარტყმებზე იყო ორიენტირებული. კარიმ ბენზემას ნაკლები შედეგობრიობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ცოტა თუ ხედავდა, გზით თუ რამდენად დიდ დახმარებას უწევდა იგი სივრცის გამოთავისუფლების კრიშტიანუს გოლის გატანის პროცესში. დღეს კი მარტივად შეინიშნება, რომ მოედანზე ბეილსა და ბენზემას გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ მიცემული, „რეალი“ კი უფრო მეტად გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. რონალდუს გარეშე უკეთესად თამაშის საკითხს ხაზი თავად გარეთ ბეილმა გაუსვა - „რომასთან“ მატჩამდე უელსელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ „რეალი“ უფრო მეტად გუნდური გახდა და ნაკლებად არის ერთი კონკრეტული ფეხბურთელის შედეგობრიობაზე დამოკიდებული.“ ნიშანდობლივია ჯარიმის დარტყმასთან დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებელიც: წელს ისკომ ჯარიმიდან გოლის გატანა სულ 4-ჯერ სცადა და 2 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, რონალდუმ 2018 წელს ჯარიმიდან გოლის გატანა 9-ჯერ სცადა, თუმცა ბურთი ბადეში არცერთხელ არ გახვეულა. ვის სჯერა რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედ მოიგებს? სავარაუდოდ, იმაზე გაცილებთ ნაკლებს, ვინც მადრიდელთა ტრიუმფს მესამედ ელოდებოდა. თუმცა, ევროპაში 3-წლიანი დომინირების მიუხედავად, „რეალს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აქვს დასამტკიცებელი -  გუნდს გამარჯვება რონალდუს გარეშეც შეუძლია.

სხვა სტატიები