Belive

ლორენ კოშიელნიმ არსენალი დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
9-წლიანი კარიერის შემდეგ, კოშიელნი "ნისლიან ალბიონს" ემშვიდობება. ლორენ კოშელნი მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში ითამაშებს და "ბორდოს" ღირსებას დაიცავს. ცნობილია, რომ  ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ "არსენალი" 5 მილიონ ევროს მიიღებს. კოშიელნის "არსენალთან" კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას მისი დარჩენა სურდა, გუნდიდან წასვლის სურვილი თავად ფრანგმა მცველმა გამოხატა. 9 წლის განმავლობაში, კოშიელნიმ 353 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან FA თასისა და სუპერთასის მოგება 3-ჯერ შეძლო.  

სხვა სტატიები