Belive

ლორენცო ინსინიეს დასაფასებელი საქციელი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო 2020 წელს კორონავირუსს ებრძვის. ჩინეთში შედარებით გამოსწორებული მდგომარეობის მიუხედავად, იტალია კვლავ რთულ ვითარებაშია. აპენინურ ქვეყანაში ვირუსით სულ 17 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 1266 ადამიანი. "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი, ლორენცო ინსინიე ამ მძიმე მდგომარეობაში იტალიის საავადმყოფოებს დაეხმარება. 28 წლის შემტევი მათ დასახმარებლად 100 ათას ევროს გაიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია.

სხვა სტატიები