Belive

ლორია და ხოჭოლავა მბაპეს, კეინის, სანეს და სხვების გვერდით - ქართველები სიმბოლურში მოხვდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთი - 2:0 დაამარცხა. პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა აღნიშნული რაუნდის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნეს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, საქათველოს ეროვნული გუნდის წევრებიც მოხვდნენ. Sofascore-მა სიმბოლურ გუნდში დავით ხოჭოლავა შეიყვანა, რომელსაც 8.1 შეფასება ჰქონდა, ხოლო Whoscored-მა რჩეულ თერთმატეულში "ჯვაროსნების" მეკარე, გიორგი ლორია აირჩია.  

მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც კილიან მბაპე, ჰარი კეინი, ჰარი მაგუაირი, ტომას მიულერი და სხვები არიან. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, რომლითაც 2021 წელს დაასრულებს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურად, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები