Belive

ლორიანის მომსახურე პერსონალის წევრი პროჟექტორის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მე-16 ტურში ერთმანეთს "ლორიანი" და "რენი" დაუპირისპირდნენ, მასპინძლები ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სამწუხარო ფაქტი მოხდა. მატჩის შემდგომ კლუბის თანამშრომელი ბალახის საფარის მოვლით იყო დაკავებული, როდესაც პროჟექტორი ჩამოვარდა და მისი ნაწილი მოხვდა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია. Canal Plus France იუწყება, რომ "ლორიენის" დაზარალებულ თანამშრომელს დაუყოვნებლივ დეფიბრილატორით ჩარევა დასჭირდა, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ. მიუხედავად მედპერსონალის ძალისხმევისა, ბალახის საფარის მომვლელი ადგილობრივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, სადაც მიერთებული იყო სასიცოცხლო სისტემაზე. კვირას გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ კლუბის წევრი გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოიძახეს მეხანძრეები პროჟექტორების კონსტრუქციის შესამოწმებლად სტადიონზე.

სხვა სტატიები