Belive

ლორის კარიუსი "უნიონ ბერლინს" შეუერთდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლორის კარიუსი იჯარის წესით "ლივერპულიდან" "უნიონ ბერლინში" გადავა. გერმანელ მეკარეს "წითლების" მაისურით 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. ეს სულაც არ არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, როგორ ცუდად ითამაშა კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" წინააღმდეგ, სადაც ლივერპული 1:3 დამარცხდა. გაშვებული 3 გოლიდან 2 სუფთად კარიუსის სინდისზე იყო. კარიუსი "ლივერპულში" ამ ზაფხულს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ბოლო ორი სეზონი "ბეშიქთაშში" გაატარა. თუმცა გასაკვირი არაა, რომ ამ მომენტისთვის გერმანელი მეკარისთვის "ლივერპულში" ადგილი ვერ მოიძებნა, რადგან ბრაზილიელი ალისონი მშვენივრად გამოიყურება, ხოლო მეორე ნომრად კი ადრიანი განიხილება. "უნიონ ბერლინში" გადასვლამდე კარიუსი ორშაბათს გერმანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. კარიუსი "ლივერპულს" 2016 წელს "მაინციდან" შეუერთდა.

სხვა სტატიები