Belive

ლოთარ მათეუსი: "მესი თუ მარადონა?"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა "ბარსელონას" კაპიტნის ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. "ვერ ვიჯერებ, რომ მესის არგენტინაში კრიტიკოსები ჰყავს. თუ არ მოგწონთ ლიონელი, მას შეუძლია გერმანიაში ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. გაშლილი ხელებით და გამზადებული საბუთებით დავხვდებით. ხშირია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ არის უკეთესი - მესი თუ მარადონა? არგენტინას საბედნიეროდ ჰყავს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და არგენტინელებმა ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს რომელია მათ შორის უკეთესი. მათ მსოფლიო ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელის ყოლის ფუფუნება აქვთ", - თქვა მათეუსმა. 6 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს ინდივიდუალურად კარგი სეზონი აქვს. ყველა ტურნირზე მან 36 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა. მეტოქის კარის კიდევ ერთხელ აღების შემთხვევაში, მას საკლუბო და სანაკრებო კარიერაში 700 გოლი დაუგროვდება. რაც შეეხება გუნდურ გამოსვლას, "ბლაუგრანა" კოპა დელ რეისა და ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას გამოეთიშა, ლა ლიგაში ტიტულის დაკარგვასთან ახლოსაა, ჩემპიონთა ლიგაში კი "ნაპოლისთან" საპასუხო, საშინაო შეხვედრა აქვს გასამართი.  

სხვა სტატიები