Belive

ლოვრენი: "რამოსი დაცვაში ჩემზე მეტ შეცდომას უშვებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსთან ბურთზე ბრძოლის დროს, მოჰამედ სალაჰმა მხარი დაიზიანა. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, რამოსი კი მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. ეს გადაწყვეტილება კი "ლივერპულის" ცენტრალური მცველმა, დეიან ლოვრენმა ღიად გააკრიტიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან Copa 90-თან საუბრისას კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: "ადამიანები ისეთ მომენტებს უფრო იმახსოვრებენ, როდესაც შეცდომას უშვებ. ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომელიც გულშემატკივარს ჩემს მიმართ აქვს. მაგალითად, რამოსი ჩემზე მეტ შეცდომას უშვებს, მაგრამ ის "რეალში" თამაშობს. მისი შეცდომის მიუხედავად, "რეალი" მაინც ხუთბურთიანი სხვაობით იგებს და რამოსის ეპიზოდი აღარავის ახსოვს. ჩემი შეცდომა კი ხშირად საბედისწერო გამოდის", - აღნიშნა ლოვრენმა. ხორვატი ფეხბურთელის მოსაზრებით, რაფაელ ვარანი და ვირჯილ ვან დაიკი რამოსზე უკეთესი მცველები არიან. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ლოვრენმა ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში ითამაშა.

სხვა სტატიები